პრეზიდენტი საფრთხეში აყენებს ჯარებს, ახდენს რეგიონის დესტაბილიზაციას –

ვენესუელაში -ის ოპერაციამ ამერიკა უფრო უსაფრთხო, ძლიერი ან ხელმისაწვდომი არ გახადა, – ამის შესახებ -ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
ს განცხადებით, ის ფაქტი, რომ მადურო სასტიკი, არალეგიტიმური დიქტატორია, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ეს ქმედება იყო როგორც უკანონო, ასევე არაგონივრული.
„ეს ფილმი ადრეც გვინახავს. რეჟიმის შეცვლის ან ნავთობისთვის ომები, რომლებიც იყიდება როგორც ძალა, მაგრამ ქაოსში გადაიზრდება და ამერიკული ოჯახები იხდიან ამის ფასს. ამერიკელ ხალხს ეს არ სურს და დაიღალა ტყუილის თქმით. საქმე ნარკოტიკებსა და დემოკრატიას არ ეხება. საქმე ეხება ნავთობსა და ს სურვილს, ითამაშოს რეგიონული ძლიერი ლიდერის როლი… პრეზიდენტი საფრთხეში აყენებს ჯარებს, ხარჯავს მილიარდებს, ახდენს რეგიონის დესტაბილიზაციას და არ სთავაზობს არანაირ იურიდიულ უფლებამოსილებას, არანაირ გასვლის გეგმას და არანაირ სარგებელს ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
1tv.ge