პრეზიდენტი სამებაში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა და დაღუპულთა ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 14 სამხედროა და 6 მშვიდობიანი მოქალაქე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: კალაძემ ენერგეტიკის მინისტრობისას და ახლა უკვე მერობისას, განაახლა რუსებთან ერთად ფულის კეთების სქემები, ეს და ივანიშვილის ბიტკოინები, არის ელექტროენერგიის ფასის გაძვირების მიზეზი – როგორც კი ესენი ჩაიხსნებიან, დენი გაიაფდება