პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სენატორი ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა.
პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მოახლოებული არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება.
„მათი ვიზიტი საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.
საქართველოს მთავრობის ადინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სენატორი და კონგრესმენი პრემიერ-მინისტრ ს ხვალ, 10 აგვისტოს შეხვდებიან.
-ის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე დაგეგმილია სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, შაჰინი და ტერნერი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.
„შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში“, – აცხადებს აშშ-ს საელჩო საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ