პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპისგან მკაცრ რეაქციას ელოდება

საქართველოს პრეზიდენტი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ევროპის მკაცრ რეაქციას ელოდება.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ დილის შვიდის ნახევრისთვის თბილისში პროტესტთან ერთად გრძელდებოდა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები.
„მოველი მკაცრ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. -ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს” და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.
აქციის დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს.
დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ელჩი – საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო – ჩემი გზავნილი იქნება: ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, ჩვენ დაგელოდებით

სალომე ზურაბიშვილი – რუსეთის ხელისუფლება, რუსული მეთოდები – საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზო ან აფთიაქი, რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ

ნიკა მელია – ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე – ქვეყნის სამსახური, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა და შვილებს ჰქონდეთ მომავალი, ჰქონდეთ სკოლა, სადაც საქართველოს ისტორიას ისწავლიან და არა გასაბჭოების მორიგ ტრაგედიას