პრეზიდენტი – რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე, წარსულს ვერ აღადგენს – საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს გზიდან

რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საბჭოთა ოკუპაციის დღეს.
მისი თქმით, საქართველო თავისუფალი და მტკიცეა და ვერავინ გადაიყვანს გზიდან.
„25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია.
დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა!
რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს.
საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია”, – წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს