პრეზიდენტი: როცა ქარტიაზე კონსულტაციები დავიწყე, მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს მაინც მივმართე, ჩართულიყვნენ, რადგან პასუხი არ მიმიღია, მივმართე ახლად დანიშნულ თავმჯდომარეს, რომელიც დღეს შერბილებას თამაშობს, არც მისგან მიმიღია პასუხი

როდესაც ქარტიაზე კონსულტაციები დავიწყე, მმართველ პარტიას და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მაინც მივმართე – შემდეგ მივმართე ახალად დანიშნულ თავმჯდომარეს, რომელიც დღეს შერბილებას თამაშობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც მან ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიღებაზე გამოსვლისას განაცხადა, მისთვის ნათელი იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად, მმართველი პარტია არ აპირებდა ევროკავშირის 9 ნაბიჯის თუნდაც ნაწილი შეესრულებინა და „ქართულ ქარტიის“ მიზანია, 15 დეკემბერს დაწყებული ევროინტეგრაციის გზა არ შეჩერდეს.

„ქარტიის მიზანი იყო, დაგვენახა, რისი გაკეთება შეიძლებოდა იმისთვის, რომ 15 დეკემბერს დაწყებული ევროინტეგრაციის გზა არ შეჩერებულიყო და ჩვენთვის, როგორც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, წლის ბოლოს მოლაპარაკებები გახსნილიყო. ჩემთვის ნათელი იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად მმართველი პარტია არ აპირებდა ამ 9 ნაბიჯის თუნდაც ნაწილი შეესრულებინა.

როდესაც 7 თებერვალს ქარტიაზე კონსულტაციები დავიწყე, მე მმართველ პარტიას და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მაინც მივმართე, ჩართულიყვნენ თუ ამის სურვილი ექნებოდათ, რადგან მისგან პასუხი არ მიმიღია, შემდეგ მივმართე ახალ დანიშნულ თავმჯდომარეს, რომელიც დღეს შერბილებას თამაშობს, ვითომ „რუსული კანონის“ წინააღმდეგი იყო და დღეს უცხოელებთან ამ როლშია, თითქოს სხვებისგან ცოტა განსხვავებულია. არ ვიცი ეს სანქციების თემას უკავშირდება თუ არა, მაგრამ არც მისგან მიმიღია რაიმე პასუხი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება – გელოდებით ხვალ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავათენოთ ღამე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, რომლის მოპარვასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს