პრეზიდენტი: პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!

პრეზიდენტი მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და შეკრებილებს მოუწოდებს, “პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!”.
“ხალხმა სიმშვიდისა და შემართების მაგალითი ყველას მოგვცა! დღეს არ თავდება ეს პროტესტი”, – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის გვერდზე.
მანამდე, დაპირისპირება იყო მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც პოლიციამ ოპოზიციონერი დეპუტატი ავტომანქანით გაიყვანა. ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ სვამენ ძალის გამოყენებით პოლიტიკოსს მანქანაში, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.
რამდენიმე წუთით ადრე ალეკო ელისაშვილი ითხოვდა პრემიერ-მინისტრ სთან შეხვედრას და ჰქონდა პოლიციასთან დაპირისპირება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსხური მათ შესახებ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ავრცელებს.
“აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად, პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის ადმინისტრაციასთან. ისინი პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი სთან შეხვედრას ითხოვდნენ.
მანამდე, პარალმენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ “აგენტების კანონის” უკან გასაწვევად ვადა 22:30 საათამდე მისცა.
პარლამენტის შენობასთან “აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად უკვე მესამე დღეა მოქალაქეები იკრიბებიან.
დღეს, 17 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.
2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით” ჩაანაცვლა.