პრეზიდენტი – პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს მზაობა, რათა საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა გაადვილდეს – დიასპორის მხრიდან არსებობს მზადყოფნა, დათმონ სივრცეები – ეკლესიები, საკვირაო სკოლები და სხვა ფართები

პრეზიდენტ ს განცხადებით, პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს მზაობა იმისთვის, რომ საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა გაადვილდეს.
ამასთან, ზურაბიშვილის ინფორმაციით, თავად საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან “ადგილზე მყოფ ელჩებთან არანაირი საუბარი არ ყოფილა, რათა საკითხმა წინ წაიწიოს და გზები გამოინახოს“.
ზურაბიშვილის თქმითვე, თავის მხრივ, დიასპორაც გამოხატავს მზაობას, მათ სარგებლობაში არსებული ფართების საარჩევნო გამოყენების თაობაზე.
პრეზიდენტის თქმით, საზღვარგარეთ დამატებითი რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა სრულიად შესაძლებელია. მან ამის მაგალითად მოლდოვა დაასახელა.
„მოლდოვამ ჩაატარა და არჩევნებისთვის 150 საარჩევნო უბანი გახსნა. ჩვენ ყოველთვის ბევრი პრეტენზია გვაქვს და თუ მოლდოვას შეუძლია, ალბათ ჩვენც შეგვიძლია! რატომ ვამბობთ, რომ ამის რესურსი არ გაგვაჩნია?! სგან მოვისმინე, რომ რესურსი, რა რესურსიც იქნება საჭირო, რათა დამატებითი უბნები გაიხსნას, გაგვაჩნია და თუ საგარეოსგან პირობას მივიღებთ, შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა უბნების გახსნაზე. ამიტომ ვამბობ, რომ დაწყებულია ერთგვარი პინგპონგი! დიასპორის მხრიდან არსებობს მზადყოფნა, საარჩევნოდ დათმონ სივრცეები, რაც სხვადასხვა ქალაქში არსებობს – ეს სივრცეები არის ეკლესია, საკვირაო სკოლები და სხვა ფართები, რასაც დიასპორული ორგანიზაციები იყენებენ ან იმუშაონ იმისთვის, რომ ქალაქში, სადაც ცხოვრობენ, ასეთი სივრცეები მოვიპოვოთ. არსებობს მოლდოვას მაგალითი, როცა პარტნიორი ქვეყნები გვთავაზობენ სივრცეებს, ფართებს საარჩევნო პერიოდისთვის. ასე რომ, გამოსავალი ბევრია! მთავარია ადგილი არ ჰქონდეს არავითარ დისკრიმინაციას იმ მოქალაქეთა მიმართ, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს. გასაგებია, რომ ყველგან, სადაც 50 ადამიანი ცხოვრობს, ეს შესაძლებელი არ იქნება, მაგრამ ნაბიჯი რომ უნდა გადაიდგას, რათა რამდენიმე ქვეყანაში, ქალაქში, სადაც ყველაზე დიდი დიასპორაა, იქ საარჩევნო უბნები უნდა გაიხსნას! პროცესი უნდა დაიწყოს! ყველამ უნდა დავუწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ დიასპორას მივცეთ საარჩევნო უფლება და მათ მიმართ დისკრიმინაცია და შეურაცხმყოფელი გზავნილები არ გამოვიყენოთ. საკმარისი არ არის ჩვენი დიასპორით მაშინ ვამაყობდეთ, როცა ჩვენი ფეხბურთელები ევროპული ქვეყნებიდან ჩამოდიან და ასეთ დიდი სიამოვნებას და გვანიჭებენ – საჭიროა იმ ადამიანებს, ვინც იქ წვალობს, მოღვაწეობს, ის საშუალება მივცეთ, რაც ყოველ მოქალაქეს ეკუთვნის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი კალანდარიშვილს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.