პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად პარლამენტს მან წარუდგინოს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში სთავაზობს, რომ ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად პარლამენტს მან წარუდგინოს.
ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, ცესკოს მიმართ მაღალი ნდობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შენარჩუნდეს.
პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად საქართველოს პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში შეზღუდულია.
„2024 წლის 20 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებში იმის დამატება, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ჯერ 3/5-ით, ხოლო შემდეგ ½-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, საკითხი პრეზიდენტს გადაეცემა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ჩართულობის ხარისხსა და როლს არსებითად ვერ ცვლის, რადგან იმის ალბათობა, რომ საქართველოს პარლამენტი ½-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ შეძლებს კანდიდატის არჩევას, ძალიან დაბალია“, – ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.
პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, 2024 წლის 1-ელ მაისამდე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი სწორედ პრეზიდენტმა გამოაცხადოს.
ს „მოტივირებული შენიშვნები“ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გავა, ხოლო მის სესიაზე გატანამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
პარლამენტმა 20 თებერვალს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციიდანაა დანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ