პრეზიდენტი პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდა

მის გამოჩენას აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ და ისმოდა შეძახილები – „სალომე“, „სალომე“.
„მე დღეს უკვე ყველაფერი ვუთხარი საზოგადოებას, ვინ უნდა შემოგვიერთდეს. მე ვარ ამ ხალხთან ერთად. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დასრულდება სანამ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს“, – უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ ის თავისუფლების მოედნისკენ წავიდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალები ჰყავს გამოყვანილი.
„თქვენი მოვალეობაა, რომ დაიცვათ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი. რუსეთს ემსახურებით, თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ, მაინტერესებს პასუხი! თქვენ პრეზიდენტს არ პასუხობთ?!. თქვენ მომავალზე არ ფიქრობთ, ხო? არც ქვეყნის, არც შვილების? არც თქვენი წინაპრების… ვის ემსახურებით და რატომ? რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?..“ – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა შენიღბულ სამართალდამცავებს, რომლებიც თავისუფლების მოედანზე დგანან.
პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა შეკრება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ დაიწყეს. პრემირმა ევროკავშირს მიმართა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ