პრეზიდენტი: „ოცნების“ პირობებში საგარეო პოლიტიკა ვერ დალაგდება

საქართველოს პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა „ვერ დალაგდება“. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მან [ბიძინა ივანიშვილმა] და ოცნებამ, და ოცნების პოლიტიკამ აურია ამ ქვეყანას თავისი დალაგებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მიყვებოდა სხვათა შორის ოცნება მთელი პირველი პერიოდი და მერე აურია ამ ქვეყანას და დაგვტოვა იზოლაციაში. დალაგება – ეს სიტყვა – არ იარსებებს, იმიტომ რომ ასე არ ლაგდება. დალაგდება, როცა მოვა ახალი მთავრობა, ევროკავშირის წარმომადგენლები ბრიუსელიდან თუ აქ ძალიან ნათლად ამბობენ, რომ ამ მთავრობის პირობებში და ამ მთავრობის რიტორიკის, გადაწყვეტილებების ფონზე, არანაირი დალაგება არ იქნება. როგორ წარმოუდგენია, რომ დალაგდება და რუსული კანონი, ოფშორული კანონი იქნება და დისკრიმინაციული პოლიტიკა იქნება და ამ ყველაფრის ფონზე, დალაგდება? არა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, გუშინდელი განცხადებებით, – რომ არ ელის დამატებით სანქციებს და ს შემდეგ -ის ელჩთან აპირებს შეხვედრას, – ცდილობს, თანაგუნდელები დააწყნაროს.
„მე მგონი, ცდილობს, რომ თავის ირგვლივ ადამიანები, რომლებსაც ეშინია სანქციების, ისინი დააწყნაროს. მე მგონი, ეს დაწყნარებაც ფუჭია, იმიტომ რომ მასზე არაფერი არ არის დამოკიდებული და არის ისეთი პროცესი დაწყებული, რომელიც ასე მარტივად და ერთი სიტყვის გადაგდებით არ მოგვარდება“, – თქვა ზურაბიშვილმა.