პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ფეხით, რუსთაველის გამზირის გავლით მივიდა – პარლამენტის მიმდებარედ მის გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე წუთით პარლამენტის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან აღნიშნა, „სამსახურში მიდიოდა“, თუმცა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გაიარა რუსთაველის გამზირი მაშინ, როცა ორბელიანების სასახლეში ამ გზით არასდროს მისულა, სალომე ზურაბიშვილს არ უპასუხია.
საქართველოს პრეზიდენტის რუსთაველის გამზირზე გამოჩენას ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ“. „გვიყვარხარ, პრეზიდენტო“ – ს მისამართით ისმოდა ამ ტიპის შეძახილები.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა მხოლოდ ის, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.
ამ დროისთვის პრეზიდენტი უკვე ორბელიანის სასახლეში იმყოფება. ქვეყნის პირველი პირი საპრეზიდენტო რეზიდენციაში სწორედ რუსთაველის გამზირის გავლით მივიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება