პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ლიდერებთან ცალ-ცალკე იმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე დატოვეს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა მ და ბადრი ჯაფარიძემ.
„ეს შეხვედრები გაგრძელდება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ სხვა კოალიციების წარმომადგენლებთანაც. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, გეგმა არსებობს და ეს გეგმა არის, ამ ქვეყანაში მშვიდობიანად მივიღოთ ახალი “, – თქვა მ.
მისმა თანაგუნდელმა ბადრი ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტი საკუთარი გეგმის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრებს.
ხვდება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებს ს და ელენე ხოშტარიას, შემდეგ კი ადმინისტრაციაში მივლენ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.
უცნობია, შეხვდება თუ არა პრეზიდენტი პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებს. რადიო თავისუფლება ამ დეტალის გარკვევას ცდილობს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის ს შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
ს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი:
· „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
· „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობას“ – 16 მანდატი;
· „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
· „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.
ს შედეგების გასაპროტესტებლად, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი გადაკეტეს. დღეს, 18 ნოემბერს, 20:00 საათზე გავა 24 საათი მას შემდეგ, რაც ვარაზისხევის, ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძისა და მელიქიშვილის ქუჩების დამკავშირებელ წერტილში კარვები გაიშალა და მოძრაობა შეფერხდა.