პრეზიდენტი ოპოზიციას მობილიზებას უკეთებს, მაგრამ მათ ლიდერიბას ვერ კისრულობს, რადგან იცის, რომ ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოიგებს

„ოპოზიცია პრეზიდენტმაც მიატოვა, არჩევნებზე გაერთიანდით და საკუთარ თავს მიხედეთო. თავად კი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყო,“ – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს პრეზიდენტის ს პარლამენტში გამოსვლას.
ხუნდაძის თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი ანგარიში ანგარიშს არ ჰგავდა. ის უფრო საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობა იყო, ვიდრე – ანგარიში.
“დღეს, სალომე ზურაბიშვილმა წლიური ანგარიში წინასაარჩევნო გამოსვლით ჩაანაცვლა.
პრეზიდენტს ურჩევნია, ჯერჯერობით ტენდენციურ არბიტრად დარჩეს, ვიდრე წაგებულ ველზე მთლიანად გადაბარგდეს. იგი ოპოზიციას მობილიზებას უკეთებს, მაგრამ მათ ლიდერობას ამ ეტაპზე ვერ კისრულობს, რადგან იცის რომ ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოიგებს. მისი დაანონსება საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა წინასაარჩევნო აქტიურობა. ოპოზიცია პრეზიდენტმაც მიატოვა, არჩევნებზე გაერთიანდით და საკუთარ თავს მიხედეთო.
თავად კი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყო. მისი განცხადება: „ოპოზიციური ლიდერების დაწუნების დრო არ არის“, ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ, სააკაშვილს შეიწყალებს და ამით საბოლოოდ ჩამოიხსნის ნიღაბს.
პრეზიდენტს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ომის საფრთხეზე. ამაში ჩანს მისი წინდაუხედაობაც, უპასუხისმგებლობაც და ცალ ფეხზე დგომაც. სამაგიეროდ, ხშირად ახსენა მოძრაობა „ხალხის ძალა“, ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი „უცხოური ფულით დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ და კიდევ ერთხელ უწოდა ამ კანონს რუსული. თუმცა, „ევროპულად“ მოაზროვნე ზურაბიშვილს დაავიწყდა ის, რომ ამ „მოსკოვის ნაკარნახებ“ კანონს თავად ევროკავშირი იღებს. პრეზიდენტის დღევანდელი ანგარიში ანგარიშს არ ჰგავდა. ის უფრო საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობა იყო, ვიდრე – ანგარიში.
ს წინასაარჩევნო პროპაგანდა ნაკლებად საინტერესო იყო მოსახლეობისთვის, რადგან ყველამ კარგად იცის, თუ ვისი დამსახურებაა კანდიდატის სტატუსის მოპოვება, მშვიდობის შენარჩუნება საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. როგორი დაკვეთაც არ უნდა მისცენ ზურაბიშვილს უცხოეთიდან, მისი წარმატებით განხორციელების შანსი უპერსპექტივოა,” – წერს ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები