პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო

საქართველოს პრეზიდენტი უსამძიმრებს იმ ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში სტიქიის დროს დაიღუპნენ.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო. ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს”, – წერია პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.
· 6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.
· გასულ ღამით მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთშიც. მიწის მასაში მოყვა 4 სახლი. მაშველებმა იპოვეს 4 ადამიანის ცხედარი, 5 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.