პრეზიდენტი – მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმებს – ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებსა და ტრაგიკულ შედეგებს კიდევ ერთხელ ცხადყოფს

მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს, ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებსა და ტრაგიკულ შედეგებს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
„მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს, მათ შორის კიევზე, რომელიც ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებსა და ტრაგიკულ შედეგებს კიდევ ერთხელ ცხადყოფს“, – წერს X-ზე.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანი დაიღუპა და 125 დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, რომლის ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო