პრეზიდენტი – მიზნად ვისახავდი 4 პროევროპულ პარტიასთან ერთად ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას, მსგავსი შანსი არ მოგვეცა მმართველი პარტიის მიერ, რომელიც ყველა პირობებში შეინარჩუნებდა პარლამენტში პოზიციების 30%-ს

მე მიზნად ვისახავდი 4 პროევროპულ პარტიასთან ერთად ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას, იმისთვის, რომ ხელი შემეწყო ამ კოალიციის დაწყებისთვის, მსგავსი შანსი არ მოგვეცა მმართველი პარტიის მიერ, რომელიც ყველა პირობებში შეინარჩუნებდა პარლამენტში პოზიციების 30%-ს და იქნებოდა დემოკრატიული ოპოზიციური ძალა. ეს გზა არ იქნა არჩეული, მათ აირჩიეს დიქტატურა და არა დემოკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ქართული ოცნება“ ისწრაფოდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისკენ, რითაც აიხსნება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მასშტაბი.
„პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ვინმესთან კოალიციის შექმნის განზრახვა, მათ აქვთ უმრავლესობა. ისინი იმედოვნებდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას და ვფიქრობ, ეს ხსნის დარღვევების ხარისხს, რომ ისინი მიზნად ისახავდნენ ხმათა 60%-ის მოპოვებას იმისთვის, რომ გაეგრძელებინათ პროგრამა, რომელიც გულისხმობდა, პირველ რიგში, პრეზიდენტის იმპიჩმენტს, შემდეგ ოპოზიციური ძალების დაპატიმრებას და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გასამართლებას. არ ვფიქრობ, რომ ეს არის პროგრამა კოალიციისთვის. კოალიცია იყო პროევროპული ძალების პროგრამა. მე მიზნად ვისახავდი 4 პროევროპულ პარტიასთან ერთად ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას, იმისთვის, რომ ხელი შემეწყო ამ კოალიციის დაწყებისთვის. მსგავსი შანსი არ მოგვეცა მმართველი პარტიის მიერ, რომელიც ყველა პირობებში შეინარჩუნებდა პარლამენტში პოზიციების 30%-ს და იქნებოდა დემოკრატიული ოპოზიციური ძალა. ეს გზა არ იქნა არჩეული, მათ აირჩიეს დიქტატურა და არა დემოკრატია.“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს