პრეზიდენტი მიესალმება საქველმოქმედო ორგანიზაცია “სადაგის” წამოწყებას, რომლის ორგანიზებითაც ბათუმის სტადიონზე საქართველოსა და ფიჯის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ, დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქველმოქმედო ორგანიზაცია “სადაგის” წამოწყებას, რომლის ორგანიზებითაც ბათუმის სტადიონზე საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ, დასუფთავების აქცია გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბათუმელ მოხალისეებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა მათ ამ წამოწყებისათვის.
“დღეს მატჩი ვერ მოვიგეთ. ყოველთვის ვერ გავიმარჯვებთ, მაგრამ მაინც გამარჯვებულები ვიქნებით, რადგან ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, რომლებიც დღეს გავიცანი და რომლებმაც ამ სტადიონის ნაწილი დაალაგეს და შემდგომშიც გააგრძელებენ.
ეს არის ის არაჩვეულებრივი მოქალაქეობრივი ნიჭი, რომელიც გვაქვს და ის არაჩვეულებრივი საზოგადოება, რომელიც გვყავს, რაც თავისთავად, ჩვენი გამარჯვებაა.
ძალიან დიდი მადლობა ამ პატარებს, დიდებსა თუ ახალგაზრდებს. ეს არის ჩვენი მომავალი საზოგადოება, რომელიც არის შეგნებული, შემართებული და ყოველთვის გაიმარჯვებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო და საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივრა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის ნაკრებთან 12:21 დამარცხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება