პრეზიდენტი მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია

დღეს, 27 მარტს პარიზში გაიმართება უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის სამიტი. მასში მონაწილეობას მიიღებენ ლიდერები იმ ქვეყნებისა, რომლებიც პოტენციურად მზად არიან სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ში თავისი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ც, რომელიც პარიზში ერთი დღით ადრე, 26 მარტს ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სთვის სანქციების მოხსნას არ აპირებენ და მათ გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია. მაკრონის თქმით, სანქციები რუსეთის აგრესიის შედეგია, ამიტომ მათი მოხსნაც დამოკიდებულია იმაზე, გააკეთებს თუ არა რუსეთი არჩევანს საერთაშორისო სამართლის სასარგებლოდ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთი დაადანაშაულა იმაში, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობის ნაცვლად ახალ პირობებს აყენებს.
საუდის არაბეთში 23-25 მარტს გამართული -უკრაინის და აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებით გამოყენების აღკვეთაზე.
თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ძალის გამოუყენებლობის პუნქტი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც გაუქმდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ნაწილი.
მოსკოვი მოითხოვს სანქციების მოხსნას „როსსელხოზბანკისა“ და სურსათის და სასუქების მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის, უცხოეთის პორტებში მომსახურების შეზღუდვის გაუქმებას რუსეთის დროშით მცურავი გემებისთვის, რომლებსაც სურსათი და სასუქები გადააქვთ და რუსეთისთვის ამ პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკის მიწოდების აღდგენას.
26 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედი აქვს, აშშ რუსეთის მოთხოვნებს წინააღმდეგობას გაუწევს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა