საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-ის პირდაპირ ეთერში საქართველოში მიმდინარე ქართველი ხალხის პროტესტზე, მათ შორის, ქართული ოცნების ანტიევროპულ რიტორიკაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლა მიუთითებს მთავარ პრობლემაზე – მნიშვნელოვანი შანსის დაკარგვის შესაძლებლობაზე. თუმცა, აქვე ის აღნიშნავს, რომ შანსი ჯერ კიდევ არის, რადგან ოქტომბერში არჩევნებია და საჭიროა მკაფიო დემონსტრირება, რომ ქართველების გზა ევროპისკენ მიდის.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, პარტნიორებმა უნდა მოახდინონ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ შეაჩერონ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ადამიანების დაშინება და დაკავება.
