პრეზიდენტი კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრებს შეხვდა

პრეზიდენტი კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრებს შეხვდა. როგორც ცნობილია, შეხვედრის ინიციატორი თვითონ პრეზიდენტი იყო. მას , , და ლევან ცუცქირიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრა დახურულ რეჟიმში თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ ოპოზიციის წევრებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ საუბრის მთავარი თემა იყო.
ანა დოლიძის თქმით, შეხვედრაზე მათ შორის ხმების დაცვის საკითხზე ისაუბრეს:
“შეხვედრა ეხებოდა მომავალ არჩევნებს, ჩვენს გამოწვევას, როგორ დავიცავთ ხმებს, როგორ მოვახერხებთ ამომრჩევლის მობილიზებას, რა საქმიანობები დაგეგმილი იმასთან დაკავშირებით, რომ მოვიმხროთ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. ცალსახაა და ქალბატონი პრეზიდენტის საჯარო განცხადებებიდან კარგად ჩანს, რომ მას მიაჩნია, რომ ეს არის რეფერენდუმი დასავლეთსა და საქართველოს რუსულ, იმპერიულ წარსულს შორის, იმ განუვითარებლობას, მორჩილებას შორის, რომელიც საქართველოს ჰქონდა წარსულში რუსეთთან მიმართებით. მას აქვს მუდმივი თანმდევი ინტერესი, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვოს პროდასავლურმა ოპოზიციამ”, – თქვა დოლიძემ.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქართული ოცნება “კოშმარად და ჯოჯოხეთად გადაიქცა:
“ქართული ოცნება სინამდვილეში მართლა ქართულ კოშმარად და ქართულ ჯოჯოხეთად ჩამოყალიბდა და გადაიქცა ამ ქვეყნისთვის. ყველა ნორმალური ადამიანი გრძნობს, რომ არჩევნები უბრალოდ არ იქნება არჩევნები, არამედ იქნება რეფერენდუმი – საით წავა საქართველო. ჯოჯოხეთში წაიყვანს ქართული ოცნება, ანუ რუსეთში, თუ წავალთ ცივილიზებული ნორმალური სამყაროსკენ და ვიქნებით ნორმალური ქვეყანა”.