პრეზიდენტი კესარია აბრამიძეზე: საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა!

„საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას… სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი, რომელიც მტერს აძლევს ყველა მანიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს… ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!“ – წერს „ფეისბუკში“.
კესარია აბრამიძე მკვდარი იპოვეს 18 სექტემბერს თბილისში, საკუთარ სახლში. განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ დააკავა 26 წლის კაცი. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ქალს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
თავდაპირველად გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით), მოგვიანებით კი კვალიფიკაცია დამძიმდა. -ს ცნობით, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება