პრეზიდენტი – ივანიშვილის მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ არსებობს და უფრო მჭიდრო გახდა

[საქართველოს სკენ შეტრიალება] შესაძლოა გეგმა იყოს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან საუბარში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ აქვს, რაც უფრო მჭიდრო გახდა.
“შეთქმულების თეორიებით დაინტერესებული არ ვარ, მაგრამ ეს შეიძლება გეგმა იყოს. შესაძლოა ის იყოს, რომ [ივანიშვილის] მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ არსებობს და უფრო მჭიდრო გახდა…
საქართველოს მთელი ისტორია აჩვენებს, რომ საქართველოსთვის მთავარი საფრთხე რუსეთიდან მოდის. ომის რისკი იზრდება, როდესაც საქართველო იზოლირებულია მისი პარტნიორებისგან, როდესაც ის მარტოა, დაყოფილია და სუსტია. ამისთვის ლოგიკური, რაციონალური ახსნა არ მაქვს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ და “ქართული ოცნება” კონსტიტუციურ უმრავლესობას ვერ აიღებს.
მან ამავდროულად აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება მოიპოვოს, ვინაიდან საარჩევნო თაღლითობის შესაძლებლობა არსებობს.
ზურაბიშვილის თქმით, ის დარწმუნებული არ არის რა პოლიტიკას გააგრძელებს “ქართული ოცნება” გამარჯვების შემთხვევაში – ეცდება თუ არა რადიკალური დაპირებების შესრულებას, როგორიც ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვაა, თუ ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას ეცდება.
“საკმაოდ რთული იქნება მათთვის ევროკავშირთან და ამერიკელ პარტნიორებთან რაიმე ფორმის ურთიერთობების აღდგენა მათ წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ასეთი რაოდენობის შემდეგ…
არ ვიცი ისინი მზად არიან თუ არა გააკეთონ… მნიშვნელოვანი დათმობები, რათა ჩვეული ურთიერთობების ფორმას დაუბრუნდნენ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია – ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები – მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს

“დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადმოცემული მამის არქივის დამუშავებისას ვნახეთ ცნობილი მეცნიერისა და გაერთიანებული ევროპის კავშირის იდეის ერთერთი პირველი მესაძირკვლის – მიხეილ მუსხელის ავტოგრაფი…”