პრეზიდენტი თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – საქართველო გადარჩება

საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა , – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რომელმაც ს ფარულობასთან დაკავშირებით საიას სარჩელი დააკმაყოფილა.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ქვეყანაში.
“საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი – ისიც არ დავივიწყოთ, რომ ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ამ ქვეყანაში. თავდაცვაში, პოლიციაში თუ რიგით მოქალაქეთა შორის არიან ის პიროვნებები, რომლებიც საქართველოს ოდიდან ქმნიდნენ. დღეს ყველანი ერთად ქმნიან უზარმაზარ ძალას, რომელიც ქვეყანას იცავს და დაიცავს მარად”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სასამართლომ გადაწყვეტილებით თეთრიწყაროს და წალკის 30 ელექტრონულ უბანზე შედეგები ბათილად ცნო.