პრეზიდენტი: თავისუფალი არჩევნებით უნდა ვაჩვენოთ, რომ კანდიდატის სტატუსის ღირსნი ვართ

უნდა ვიცოდეთ, რომ არც 15 დეკემბერს არ მთავრდება ეს გზა.
15 დეკემბერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ამ ეტაპისთვის გადამწყვეტი, მაგრამ მერე იწყება, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი. იწყება ის ეტაპი, როცა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ რეალურად ეს გადაწყვეტილება და ეს სტატუსი, რაც დიდი ალბათობით მოგვენიჭება, ამისი ღირსნი ვართ და ჩვენ სხვანაირად ვერ ვაჩვენებთ ამას, თუ არა იმით, რომ ჩავატარებთ ძალიან ღირსეულ, თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს.
აქ მე პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ. ეს ყველას სურვილია და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. თუ ამას ვერ გავაკეთებთ, მაშინ ვერ ვიქნებით შემდეგი ეტაპის ღირსი, რომელიც იმ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა, რომელიც ძალიან რთული და დიდი პროცესია, სადაც ამ საშუალებას დიდი ალბათობით მისცემენ ს და შესაძლებელია, მოლდოვას უკვე დეკემბერში, მაგრამ ეს ჯერ საბოლოოდ არავინ იცის.
მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს, რომლებსაც ორბელიანის სასახლეში უმანსპინძლა.