პრეზიდენტი ზელენსკი ბერლინში იმყოფება

უკრაინის პრეზიდენტი იმყოფება ბერლინში, სადაც გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდება და მასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ ვიდეოკონფერენციაში.
ზელენსკის პრესმდივანმა სერჰი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს, 13 აგვისტოს პრეზიდენტი მუშაობს ბერლინში, სადაც ორმხრივი შეხვედრა ექნება ფედერალურ კანცლერ მერცთან, შემდეგ კი ერთად მიიღებენ მონაწილეობას პრეზიდენტ ტრამპის, ევროპელი ლიდერების და ნატოს გენერალური მდივნის ვიდეოკონფერენციაში.
პრესმდივნის თანახმად, ბერლინის დროით 16:00 საათისთვის ზელენსკიმ და მერცმა შესაძლოა, პრესისთვის განცხადებები გააკეთონ.
15 აგვისტოს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დანიშნულია აშშ-ის პრეზიდენტ ს და ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.
შეხვედრის წინ მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობებით, პუტინი ში ომის შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვს, რომ უკრაინამ დათმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები თავიანთ მიწას ოკუპანტს არ აჩუქებენ.
12 აგვისტოს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ უკრაინაში სამართლიანი და მყარი მშვიდობა, რომელსაც სტაბილურობა და უსაფრთხოება მოაქვს, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და იმას, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა იცვლებოდეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით