პრეზიდენტი: ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა – გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რომ არ ხვდებიან პრეზიდენტს

ვწუხ­ვარ, რომ ამ უზარ­მა­ზა­რი ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის მი­მართ არის გულ­გრი­ლო­ბა – გა­უ­გე­ბა­რია, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რომ არ ხვდე­ბი­ან პრე­ზი­დენტს, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, როცა [კამ­პა­ნი­ის “ჩვე­ნი ხმა ევ­რო­პას“ ფარ­გლებ­ში] ისი­ნი ჩა­დი­ან ად­გილ­ზე, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ცენ­ტრის (EECMD) მიერ გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, “მინ­და ევ­რო­პა და არ მინ­და რუ­სე­თი“ არის სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­თან­ხმე­ბუ­ლია და არა­ვის მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას ევ­რო­პას­თან და­ახ­ლო­ე­ბის შან­სი გა­აშ­ვე­ბი­ნოს ხე­ლი­დან.

“ჩვენ უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ იმას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის როლი არის ბევ­რად უფრო დიდი, ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და პარ­ტი­ე­ბი არი­ან ამ­სახ­ვე­ლი იმის, თუ რა უნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რას მო­ი­თხოვს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და რაც უფრო ნა­თე­ლი არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი, პარ­ტი­ე­ბი მით უფრო აე­წყო­ბი­ან ამ მო­თხოვ­ნებ­ზე. ეს არის დე­მოკ­რა­ტია და არა პი­რი­ქით, რა­საც, სამ­წუ­ხა­როდ, წლებ­მა და სხვა­დას­ხვა რე­ჟი­მებ­მა მიგ­ვაჩ­ვია, რომ ზე­მო­დან ქვე­მოთ მო­დის ყვე­ლა­ფე­რი და არა ქვე­მო­დან ზე­მოთ. ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბა – ამ სა­კითხს ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, “კო­ვიდ­მა“ და პო­ლი­ტი­კურ­მა პო­ლა­რი­ზა­ცი­ამ არ მის­ცა ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის პრო­ცესს გაშ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა, ისე, რო­გორც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ არ არ­სე­ბობს იქ ის სა­ფუძ­ვლე­ბი, რო­მელ­საც უნდა და­ვუბ­რუნ­დეთ. მი­მაჩ­ნია, რომ მეც უნდა და­ვუბ­რუნ­დე და ქვე­ყა­ნაც უნდა და­უბ­რუნ­დეს. იმი­ტომ, რომ ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის გა­რე­შე და ეს არის ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი, ჩვენ თავს ვერ და­ვი­ცავთ მტრის­გან. სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი ის­ტო­რია ამას გვე­უბ­ნე­ბა, რომ მთე­ლი ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბა, ერ­თად ბრძო­ლა არის ის, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლო დღემ­დე მო­ი­ტა­ნა და ეს ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს, რაც არ უნდა გვა­ღი­ზი­ა­ნებ­დეს, არ მოგ­ვწონ­დეს, ვერ ვთან­ხმდე­ბო­დეთ რა­ღაც სა­კი­თხებ­ზე. დღეს არ­სე­ბობს ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბა, რაც არ უნდა უც­ნა­უ­რად ჟღერ­დეს. როცა ჩვენ ყო­ველ­დღე უნ­დათ რომ გვაჩ­ვე­ნონ, რამ­დე­ნად პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი, არის პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი, მაგ­რამ ამის უკან დგას სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მთა­ვარ სა­კი­თხებ­ზე. მთა­ვა­რი სა­კი­თხე­ბი არის: “მინ­და ჩემი შვი­ლე­ბის­თვის ევ­რო­პა“ და “არ მინ­და რუ­სე­თი“. თუ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ამას ვერ ხე­და­ვენ, მათ­თვის ცუდი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის რა უნდა. მე ამას ვხე­დავ ყო­ველ­დღი­უ­რად და­წყე­ბულ კამ­პა­ნი­ა­ში. ეს არის არა ჩემი, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის კამ­პა­ნია, “ჩვე­ნი ხმა ევ­რო­პას“. სა­დაც არ მივ­დი­ვარ და არ ვხვდე­ბი ხალ­ხს, ნა­თე­ლია, რომ ეს არის მათი წა­მო­ძა­ხი­ლი და ამა­ში არ არ­სე­ბობს სხვა მო­საზ­რე­ბა გინ­და სო­ფელ­ში, გინ­და ქა­ლაქ­ში, გინ­და ახალ­გაზ­რდებ­სა თუ ზრდას­რუ­ლებ­ში. ეს არის ის, რაც გვა­ერ­თი­ა­ნებს. აქ უნდა მოხ­დეს სრუ­ლი კონ­სო­ლი­და­ცია, ამ სა­კი­თხის ირ­გვლივ, რათა ეს სა­კი­თხი ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ. ამის დიდი შან­სი გვაქვს დღეს, რო­მე­ლიც არ ჰქო­ნია ჩვენს ქვე­ყა­ნას და ამ შან­სის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა ნამ­დვი­ლად არ შე­იძ­ლე­ბა და ნამ­დვი­ლად არ აპი­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ ვინ­მეს მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა ეს შან­სი ხე­ლი­დან გა­აშ­ვე­ბი­ნოს. ვწუხ­ვარ, რომ ამ უზარ­მა­ზა­რი ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის მი­მართ არის გულ­გრი­ლო­ბა. ვი­ყა­ვი სოფ­ლებ­ში, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ ხვდე­ბი­ან პრე­ზი­დენტს, როცა ჩა­დის ად­გილ­ზე, არ ხვდე­ბი­ან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, როცა ისი­ნიც ეს­წრე­ბი­ან ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ამის მი­ზა­ნი არის ერთი – ევ­რო­პუ­ლი გზა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­ნა­ი­რი შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მო­ძა­ხი­ლე­ბი იქ არ არის. აქ არ­მის­ვლა, სკო­ლის ბავ­შვე­ბის მი­მართ მუ­ქა­რა, რომ არ მიხ­ვი­დეთ, სა­ერ­თოდ არ მეს­მის“, – გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)