პრეზიდენტი: ეს იყო ტოტალური გაყალბება, ვიყავით რუსული სპეცოპერაციის მოწმე

საქართველოს პრეზიდენტის ს თქმით, საპარლამენტო “ტოტალურად გაყალბდა”. ეს განცხადება მან ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხი რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლია. ის ამბობს, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
“ჩვენ მოვესწარით ძალიან უჩვეულო რამეს – ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების. გამოყენება ყველა იმ ხერხების, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში, რაც შეიძლება გამოიყენო, რომ გააყალბო არჩევნები, პლუს ამას დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინათ გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე. […]
მინდა ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში დარჩენილმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა – არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ეს არის იგივე, რაც აღიარება ს აქ შემოსვლისა, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს და ამას ჩვენ არ შევეგუებით”, – თქვა პრეზიდენტმა.