პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა EU-ის ელჩის პაველ ჰერჩინსკისა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ხელის ჩამორთმევის გაპროტესტებით დაიწყო. ამის შესახებ ის X-ზე წერს და მისი და ელჩების შეხვედრის ფოტოებს აზიარებს.
“რაც არ არის ნათქვამი, არის ის, რომ მე (შეხვედრა) დავიწყე ძლიერი პროტესტით ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის აღმაშფოთებელი ხელის ჩამორთმევის გამო. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს”- წერს ზურაბიშვილი.
What is not said is that I started by vigourously protesting the outrageous handshake between Eu ambassador and the de facto MFA … praising me does not compensate! @kajakallas @EU_Commission https://t.co/P2D55I1oXb— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 11, 2024