პრეზიდენტი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.
ლიდერებს შორის, რომელთანაც პრეზიდენტს საუბარი ჰქონდა, არიან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი , პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტი მაია სანდუ, პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დი სო, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალარ კარისი, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრო და შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონ.
ინფორმაციისათვის, 7 ნოემბერს, ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტი გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო