პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა და ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება გააცნო

საქართველოს პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა და სადმი მისი შეთავაზება გააცნო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პეტრ პაველს, შვედეთის სამეფოს პრემიერმინისტრს, ულფ კრისტერსოს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩს.
“საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს გააცნო სადმი მისი შეთავაზება, რაც არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. შეთავაზება გულისხმობს შეხვედრას ორ მთავარ საკითხზე შესათანხმებლად, რაც არის ახალი ს თარიღი და ეუთო ოდირის დასკვნის საფუძველზე სთვის ახალი პირობების განსაზღვრა”- ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტი ოლიგარქ ივანიშვილს 29 დეკემბრამდე კომპრომისულ დიალოგსა და ახალი არჩევნების თარიღზე შეთანხმებას სთავაზობს. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის მზადაა მარტოც შეხვდეს ივანიშვილს. ასევე, პრეზიდენტის თქმით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი ახალი არჩევნების მომზადება იქნება.