პრეზიდენტი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდება

პოსტსაარჩევნო გარემოში საქართველოს რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები ეწვევიან.
ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა X-ზე დაწერა, რომ საქართველოს ეწვევიან შემდეგი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები:
· გერმანია – მიხაილ როთი
· ფინეთი – იუკა კოპრა
· შვედეთი – ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი
· საფრანგეთი – საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი;
· ლიეტუვა – ჟიგიმანტას პავილიონისი
· ლატვია – ინარა მურნიეცე
· – მარკო მიხელსონი
· პოლონეთი – კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დელეგაციას 11 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი .
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის განცხადებით, ცალკე შეხვედრაზე ოპოზიცია დელეგაციას მიაწვის ინფორმაციას, „თუ როგორ მოჰპარა ივანიშვილმა ქართველ ხალხს “.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს