აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truthsocial-ში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთს უკრაინის არცერთი მიწა არ გადასცა.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, სუსტი დემოკრატიები კრიტიკით გამოდიან, ყალბი მედია კი მათ ნათქვამს ავრცელებს.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც უკრაინის არცერთი მიწა არ გადასცა პუტინის რუსეთს. გახსოვდეთ ეს, როდესაც სუსტი და არაეფექტური დემოკრატები კრიტიკით გამოდიან და ყალბი მედია სიამოვნებით ავრცელებს ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ“, – წერს ტრამპი.
