პრეზიდენტი და პრემიერი მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობის დღესასწაულს ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომლებიც შობას 7 იანვარს აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავენ.
სალომე ზურაბიშვილმა მილოცვა ტვიტერზე და ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
“ყველა ქართველს და ყველა მართლმადიდებელ ოჯახს მსოფლიოში ვულოცავ შობას. დღეს სიმართლის, სიყვარულის და სიკეთის ზეიმია, რომელმაც სამყაროს სინათლე მოუტანა”, – წერს ის ტვიტერზე.
უცნობია სად შეხვდა ის შობას. კი საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო “ოცნების” სხვა ლიდერებთან ერთად, სადაც საშობა წირვა-ლოცვა პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ შეასრულა.
“იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით. მინდა გისურვოთ ბედნიერება, გახარება და წინსვლა”, – წერს ღარიბაშვილი.
7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო