პრეზიდენტი გმობს რუსეთის „აჩქარებულ ნაბიჯებს აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით“

საქართველოს პრეზიდენტი, გმობს ს „აჩქარებულ ნაბიჯებს ს ანექსიის მიმართულებით“
„მინდა გამოვეხმაურო მოვლენებს, რაც მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში და რუსულ პოლიტიკას. მინდა დაგვმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან, დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არი წარმოუდგენელი, და რაც პრინციპში, უგულველყოფს მთელ ლოგიკას ამ მთავრობის „დათმომების“ – თითქოს, მათით შეიძლება რუსეთს შეაცვლევინო პოლიტიკა. ამით მხოლოდ ააჩქარებინებ“, – უთხრა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.
ზურაბიშვილმა ასევე სოლიდარობა გამოხატა აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღებას ეწინააღმდეგება.
აფზაზეთში უკვე რამდენიმე დღეა, რაც დე ფაქტო ოპოზიციის პროტესტი მიმდინარეობს. ისინი რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმებას აპროტესტებენ. ბჟანიამ განაცხადა, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევს.