პრეზიდენტი გახარია-ხაზარაძეზე: ვეპატიჟები 3 საათზე სადილად, მანამდე რაც უნდათ, ის გააკეთონ

“მე ვეპატიჟები სამ საათზე სადილად ორივეს და მანამდე რაც უნდათ, ის გააკეთონ”- ასე პასუხობს პრეზიდენტი ძლიერი საქართველოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ გიორგი გახარიასთან პირადი შეხვედრა დღეს ვერ ხერხდება.

მიიჩნევს, რომ სანამ პრეზიდენტთან შეხვედრა შედგება, მნიშვნელოვანია, მან და გახარიამ განსაზღვრონ, აქვთ თუ არა საერთო ხედვა.
“მე ვეპატიჟები სამ საათზე სადილად ორივეს და მანამდე რაც უნდათ, ის გააკეთონ. შეხვდნენ, პირიქით ძალიან კარგი იქნება”- ამბობს სალომე ზურაბიშვილი TV პირველთან.

გუშინ, 16 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძე და გახარია წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში მიიწვია.