პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ბრიფინგი ათონელის რეზიდენციაში 21:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კონსულტაციების მიზნით, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდება.