პრეზიდენტი გაბოროტებულ დედაკაცს დაემსგავსა – თამარ ჩიბურდანიძე

პრეზიდენტი გაბოროტებულ დედაკაცს დაემსგავსა – თამარ ჩიბურდანიძე
„პრეზიდენტი გაბოროტებულ დედაკაცს დაემსგავსა, რადგან წარმატებით ვერ ასრულებს უცხოეთის დაკვეთებს, ვერ შეძლო კანონის [გამჭვირვალობის შესახებ] ჩაგდება და ბოლომდე დარწმუნდა იმაში, რომ ვერ შეძლებს ს შედეგების შეცვლას, რაც მისთვის გამანადგურებელი იქნება,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთელებს ღირსების ორდენები, იმის გამო არ გადასცა, რომ მათი დაჯილდოება პრემიერ-მინისტრის იდეა იყო და არა მისი.
„კითხვა არ უნდა, თუ რატომ არ გადასცა სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთელებს ღირსების ორდენები. პირველი ის, რომ ეს ინიციატივა ეკუთვნოდა პრემიერს და არა მას. მეორე მიზეზი არის ის, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, მთელი ამ ბაკქანალიის პერიოდში, ვერ ჩაითრიეს ფეხბურთელები ანტისახელმწიფოებრივ პროცესებში, ვერ გააკეთებინეს მათთვის სასარგებლო ოპოზიციური განცხადებები.
პრეზიდენტი გაბოროტებულ დედაკაცს დაემსგავსა, რადგან წარმატებით ვერ ასრულებს უცხოეთის დაკვეთებს, ვერ შეძლო კანონის [გამჭვირვალობის შესახებ] ჩაგდება და ბოლომდე დარწმუნდა იმაში, რომ ვერ შეძლებს არჩევნების შედეგების შეცვლას, რაც მისთვის გამანადგურებელი იქნება. ქართველი ხალხის ჯვარი ყოფილა ზედიზედ უკვე მესამედ ასეთი პრეზიდენტის ატანა, მაგრამ, საბედნიეროდ, პრეზიდენტობის ბოლო დღეებს ითვლის და მალე გავთავისუფლდებით საკუთარი ხალხის მიმართ ცინიკურად მოქმედი პრეზიდენტისგან,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე