პრეზიდენტი ბაიდენი: პატივს ვცემ ამ პოსტს, მაგრამ კიდევ უფრო მიყვარს ჩემი ქვეყანა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს აუხსნა თავისი გადაწყვეტილება, გამოეთიშოს საარჩევნო მარათონს და უარი თქვას მეორე ვადით კენჭისყრაზე.
პრეზიდენტმა ნაციას თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან 24 ივლისს, საღამოს მიმართა.
ს განცხადებით, პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მიღწევები, მსოფლიოში მისი ლიდერობა და ქვეყნის მომავლის ხედვა მეორე ვადას იმსახურებს, მაგრამ დემოკრატიის გადარჩენის გზას წინ არაფერი უნდა გადაეღობოს და ეს ეხება პირად ამბიციებსაც.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია ქვეყნის და დემოკრატიული პარტიის გაერთიანება, წინსვლის საუკეთესო საშუალება კი ახალი თაობისთვის ესტაფეტის გადაცემაა.
„მე პატივს ვცემ ამ პოსტს, მაგრამ კიდევ უფრო მიყვარს ჩემი ქვეყანა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მან ამერიკელებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ ს კანდიდატურას.
ბაიდენმა ამერიკელებს უთხრა, რომ პრეზიდენტის სტატუსით ქვეყნის მსახურება მისთვის ყველაზე დიდი პატივია და დაადასტურა, რომ უფლებამოსილების ამოწურვამდე პრეზიდენტად დარჩება. ამ 6-თვიანი პერიოდის პრიორიტეტებად ჯო ბაიდენმა დაასახელა უზენაესი სასამართლოს რეფორმა, ნატოს განმტკიცება, პუტინის შეკავება და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა.
-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 ივლისს გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას. ბაიდენმა ეს განცხადება სოციალური ქსელებით გაავრცელა, რადგან კორონავირუსის გამო დელავერის შტატში, თავის სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
გამოჯანმრთელების შემდეგ პრეზიდენტი ვაშინგტონში, თეთრ სახლში 23 ივლისს დაბრუნდა და იმავე დღეს განაცხადა, რომ ამერიკელებს 24 ივლისს მიმართავდა.
27 ივნისის შემდეგ, როცა ჯო ბაიდენს რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპთან პირველი წარუმატებელი დებატები ჰქონდა, აშშ-ის პრეზიდენტს არაერთმა დემოკრატმა მოუწოდა, უარი ეთქვა მეორე ვადით კენჭისყრის განზრახვაზე.
დემოკრატები შიშობდნენ, რომ 81 წლის ბაიდენი თავისი ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა ტრამპთან წარმატებით ბრძოლას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ ოთხი წლით ეფექტიანად მუშაობა გაუჭირდებოდა. 21 ივლისამდე ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ საარჩევნო მარათონიდან გასვლას არ აპირებდა.
დემოკრატიული პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალურად წარადგენს ყრილობაზე, რომელიც 19 აგვისტოს, ჩიკაგოში გაიხსნება. ვიცე-პრეზიდენტმა, 59 წლის კამალა ჰარისმა უკვე დაიწყო აქტიური საარჩევნო კამპანია.
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 5 ნოემბერს ჩატარდება, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატია ყოფილი პრეზიდენტი, 78 წლის .
· წინა, 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას დონალდ ტრამპი დამარცხდა ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ გაყალბდა.
· 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
· კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილმა – სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს – მისგან არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა ვიმედოვნებთ, მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს არ ჩაიდენს, უფრო მასხრად არ აიგდებს თავს