პრეზიდენტი ბაიდენი ირლაინდიის პრემიერ-მინისტრს ხვდება

15 მარტს, -ის პრეზიდენტი , ყოველწლიურ წმინდა პატრიკის დღესასწაულზე, თეთრ სახლში ირლანდიის პრემიერ-მინისტრს, ლეო ვარადკარს უმასპინძლებს. ეს იმ ფონზე, როცა ირლანდიის დელეგაციის ნაწილი, ღაზაში მიმდინარე ომის გამო, ღონისძიებას ბოიკოტს უცხადებს.
სამშაბათს, მასაჩუსეტსის შტატის სქალაქ ბოსტონში გამოსვლისას, ვარადკარმა თქვა, რომ შემთხვევით ისარგებლებს და პრეზიდენტ ბაიდენს ეტყვის, “რას გრძნობს ირლანდიელი ხალხი. ჩვენ გვსურს ვიხილოთ სასწრაფო ცეცხლის შეწყვეტა, მკვლელობის შეჩერება, მძევლების გათავისუფლება ყოველგვარი პირობების გარეშე, ღაზაში საკვების და მედიკამენტების შესვლა.“
ტრადიციულად, ირლანდია დასავლეთ ევროპაში, პალესტინელთა მიმართ ს პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიტიკოსია და სამხედრო ნეიტრალიტეტის ხანგრძლივ პოლიტიკას ინარჩუნებს.
გასულ თვეში, ირლანდიამ გამოაცხადა, რომ გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს (UNRWA) მხარდასაჭერად, 21 მილიონზე მეტ დოლარს გამოყოფს.
თეთრი სახლის თქმით, ორი ლიდერი განიხილავს უკრაინის მხარდაჭერას, ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში კოორდინაციას. მხარეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას ბელფასტის/წითელი პარასკევის შეთანხმების მიმართ.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საკუთარ ირლანდიურ წარმომავლობას ხშირად უსვამს ხაზს და ასევე ხშირად, ირლანდიელ პოეტებს ციტირებს. ის ბოლოს ირლანდიას გასული წლის აპრილში, წითელი პარასკევის შეთანხმების 25-ე წლისთავის აღსანიშნად ეწვია და სამშვიდობო შეთანხმების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
1968-98 წლებში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენის მსურველებსა და ირლანდიის რესპუბლიკასთან შეერთების მსურველებს შორის, შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობდა. საბოლოოდ, სისხლისღვრა წითელი პარასკევის შეთანხმებით დასრულდა – ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭათ და ქვეყნებს შორის საზღვარი შეუმჩნეველი გახდა.