პრეზიდენტი ახალგაზრდებს – დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენ უნდა მიიტანოთ იქ, სადაც ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება, ფასეულობები, რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი – ყველას გესმით, რაზე ვსაუბრობ

მინდა, ახალგაზრდებს გითხრათ, საქართველოს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენ უნდა მიიტანოთ ეს დროშა იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება, ის ფასეულობები, რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი – ყველას გესმით, რაზე ვსაუბრობ , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ქვეყნის პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა დაიცვან ქვეყანა და დაიცვან სახელმწიფოს დროშა.
ს თქმით, ეს დროშა იქნება მუდმივად მუდმივი საქართველოს სიმბოლო და მას გამარჯვება უსურვა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს დროშა გვიცავს და იცავს ფასეულობებს, რაც გვაერთიანებს.
„ეს დროშა ამ ყველაფერს წარმოადგენს და ეს დროშა ამდენად არის ჩვენი დასაცავი, რამეთუ ის ჩვენ გვიცავს და იცავს იმ ფასეულობებს, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენ. დროშა ჩვენი ერთობის გარეშე კარგავს თავის ძალას, კარგავს თავის დანიშნულებას, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველაფრის მიუხედავად მივაღწიოთ იმ ძალიან დიდ ძალას, ქვეყნისა და ნებისმიერ სახელმწიფოში, რასაც ხალხის ერთობ ჰქვია. მინდა, რომ ახალგაზრდებს გითხრათ, რომ ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია, თქვენ ეს დროშა უნდა მიიტანოთ იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება, რომ ის ფასეულობები რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, ის ფასეულობები ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი.თქვენ ყველას გესმით დღეს მე რაზე ვსაუბრობ და არ მინდა, რომ ვისაუბრო, მაგრამ გესმით კარგად. თქვენ დაიცავით ქვეყანა და ამით დაიცავთ ამ დროშას. ეს დროშა იქნება მუდმივად მუდმივი საქართველოს სიმბოლო და მას გამარჯვებას ვუსურვებ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე – ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება