პრეზიდენტი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების, პრემიერობის კანდიდატის თემებზე დიალოგი ექნება პროდასავლურ პარტიებთან

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ რიგგარეშე ს, პრემიერობის კანდიდატის თემებზე დიალოგი ექნება პროდასავლურ პარტიებთან.
სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა: „რა უზრუნველყოფს ქარტიით დათქმული პირობების აღსრულებას, ხომ არ შეიძლება დაუშვათ, რომ რომელიმე ცალკეულმა აქტორმა შეიძლება გადაიფიქროს და წლის ბოლოს უარი თქვას ძალაუფლების დათმობაზე?“
„ქარტიაში მთავარია ყველაფერი ის, რაც მიმართულია რეკომენდაციების შესრულებისკენ, რომლებიც ადრეც იყო მოცემული, მაგრამ არ შევასრულეთ, და დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპის გზაზე. ეს არის ქარტიის შინაარსი. დღევანდელ არჩევნებში ადამიანები უფრო ევროპას აძლევენ ხმას, ვიდრე სრულყოფილად რომელიმე პარტიას. ეს რეფერენდუმის ფორმატია. ამიტომ ითვლება, რომ ალბათ მიზანშეწონილია ერთ წელიწადში, უკვე თავისუფალ პირობებში, სრულიად გათავისუფლებულ გარემოში ჩატარებული ახალი არჩევნები, მაგრამ აქაც, როგორც პრემიერობის კანდიდატზე და ყველაფერზე მე ვიქნები დიალოგში პროდასავლურ პარტიებთან და სადაც იქნება კონსენსუსი, იქ ვიქნები მე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პირველი არხი