პრეზიდენტი – არიან პრორუსული ჯგუფები, რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ, შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად

[ქვეყანაში] არიან პრორუსული [ჯგუფები], რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ, შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან ინტერვიუში აღნიშნა.
ს განცხადებით, საქართველოში ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი ა და ამგვარი შემოტევებისთვის, მიმდინარე წელს, მეტი სიფრთხილეა საჭირო.
ამასთან, კითხვაზე, რა სახის რჩევებს აძლევს და აძლევს თუ არა მაგალითად, ს, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის [რუსეთს], გრძნობს თქვენი მთავრობა ს ზეწოლას და წნეხს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „დარწმუნებული არ ვარ, რომ უკრაინელებს რაიმე რჩევა უნდა მივცეთ, რადგან ჩვენ თითქმის პარალელური ისტორიები გვქონდა: მე-19 საუკუნის იმპერიალისტური რუსეთი, მე-20 საუკუნის საბჭოთა რუსეთი, გვქონდა შემოსევები, ჩვენ ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ“.
„ასე რომ, ჩვენ ერთ გზაზე ვდგავართ, ვიცით, რომ ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა ევროკავშირთან მეტი დაახლოებაა და ეს ის გზაა, რომელსაც უკრაინასთან ერთად მივუყვებით. ჩვენ, მოლდოვასთან ერთად, ასოცირებული ტრიო ვიყავით და უკრაინაში ომმა ეს გზა, ფაქტობრივად, დააჩქარა და ჩვენი ქვეყნები კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, ღელავს თუ არა, რომ რუსეთს ისევ აქვს ამხელა გავლენა ქვეყანაზე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ეს ყველას უნდა აწუხებდეს, არა მხოლოდ ჩვენ“.
„ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია; ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება – როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით – კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს… ასეთი საზოგადოებისათვის პრორუსული ჯგუფებისა და პარტიების ყოლა საკმაოდ რთული წარმოსადგენია, მაგრამ არიან პრორუსული [ჯგუფები], რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ, შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად. საქართველოში ვხედავთ იმას, რასაც სხვაგანაც ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.