პრეზიდენტი: ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები – გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება

თბილისში, საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, და აცხადებს, რომ გრძელდება ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები.
“თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის მე-9 დღეს ქართველი ხალხი სასტიკი ტერორითა და რეპრესიებით ხვდება. ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები – გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.
7 დეკემბერს, დაახლოებით, 00:30 საათზე სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო.
ძალის გამოყენებით დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის, საკრებულოს დეპუტატი პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” .
პოლიციამ, დაახლოებით, 01:10 საათზე დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალება, წყლის ჭავლი გამოიყენა.
ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმელების კორდონია რესპუბლიკის მოედანზეც, სასტუმრო “რედისონის” მიმდებარედ, სადაც, ასევე აკავებენ მომიტინგეებს.
მანამდე, პოლიციამ მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ტერიტორიაზე წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ორი მოქალაქე დააკავა.
პარალელურად, პოლიცია მეტროსადგურიდან ამოსულ მოქალაქეებს ჩხრეკდა. ამას პოლიციამ “ზედაპირულ შემოწმება-დათვალიერებას” უწოდებს და ირწმუნება, რომ საპოლიციო ღონისძიება “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ჩაატარეს.
პოლიციის მიერ მეტროში მოქალაქეების ჩხრეკას განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ შეამოწმოს მოქალაქეები.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პოლიციელი ზედაპირული შემოწმება და დათვალიერებისას ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება