პრეზიდენტი „აგენტების კანონზე“ სასაუბროდ ელჩებს შეხვდა

ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი -ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს ე.წ. აგენტების კანონზე სასაუბროდ შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტოსურათებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი რუსულ კანონს და ახლაც პასუხი მხოლოდ ერთია – ეს თ ჩვენი ევროპული სათქმელის თქმაა!..
საქართველოს ევროპულ გზასა და ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია, ეს ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებაა და მას ამ გზიდან ვერაფერი გადაახვევინებს“, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, 8 აპრილს, ბიურომ დაარეგისტრირა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დაავალდებულებს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.
დეპუტატის თქმით, კანონს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე – ივნისის ბოლო პარასკევამდე – მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები