პრეზიდენტის სასახლის ღობეს ექსპერტიზა ჩაუტარდა, ჭრის კვალი არ დადასტურდა – გელა გელაძე

შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობეს – რომელიც 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციაში ფიგურირებდა, – დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდა, შედეგად კი ჭრის კვალი არ დადასტურდა.
დღეს, 17 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე გელაძემ განაცხადა, რომ ღობე ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა.
„ამაზე საუბარი უხერხულია კიდეც და სასაცილო. ჩვენ დამატებითი ექსპერტიზა დავნიშნეთ. კითხვის სახით დავსვით, ჰქონდა თუ არა ჯებირებს ჭრის კვალი… ჭრის კვალი არ აღინიშნება“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, დამატებითი ექსპერტიზის პასუხი უკვე არსებობს და „რეალურად, ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა დაზიანებები“.
მანამდე, 14 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, რომ ღობე იყო „ჩვეულებრივ მდგომარეობაში“.
„TV პირველის“ სიუჟეტში, რომელიც გასულ შაბათს გავიდა ეთერში, ნათქვამი იყო, რომ რკინის ღობე, სავარაუდოდ, გადაჭრილი და მავთულებით მიბმული იყო ერთმანეთზე.
4 ოქტომბრის საქმეზე 40-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ხუთი ორგანიზატორი – პაატა ბურჭულაძის ჩათვლით. მათი აბსოლუტური უმრავლესობა წინასწარ პატიმრობაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)