პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, რეფერენდუმთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე კომენტარები დაწვრილებით პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთდება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, ს ინიციატივაზე რეფერენდუმთან დაკავშირებით კომენტარები დაწვრილებით პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთდება.
აღნიშნული განცხადება მან ჟურნალისტებთან გააკეთა.
“რაც შეეხება რეფერენდუმს, ამაზე კომენტარები დაწვრილებით გაკეთდება პრეზიდენტის და ადმინისტრაციის მხრიდან”- აღნიშნა მსხილაძემ
გარდა ამისა, მსხილაძემ ისაუბრა ე.წ. ოფშორების კანონზე და აღნიშნა, რომ ის ცალსახად დისკრიმინაციულია და კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
„ოფშორულ კომპანიებში დარეგისტრირებულია კომპანიები, რომელთა ფულის და მფლობელების წარმომავლობა უცნობია. კანონი არის ცალსახად დისკრიმინაციული, არათანაბარ პირობებში აყენებს კომპანიებს. რასაც ჩვენ ვთხოვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს – მათთვის მიღებული თანხების გამჭვირვალობას, ამ შემთხვევაში რატომ არ ვითხოვთ გაურკვეველი კომპანიების თანხების და მფლობელების წარმომავლობას”, – განაცხადა მსხილაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო დსთ-ს ოჯახში დაბრუნდება, ამ ოჯახის ძველი შემადგენლობით აღდგენა მსურს – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია