საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართულ სასამართლოს საფუძვლიანი რეფორმა სჭირდება.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. ზურაბიშვილს ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი დღეს სამართლიანი სასამართლოთი ისარგებლებს.
„სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. რამდენიმე საქმეა და არა მხოლოდ ერთი მის წინააღმდეგ. საქართველოს ტრიბუნალებში დღეს სამართლიანი არაფერია. ამიტომ მას მოუწევს ლოდინი შემდეგამდე…“ — თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარსულში განაცხადა, რომ „არა და არასდროს“ შეიწყალებს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სამი წელია სასჯელს იხდის საქართველოში. შემდეგ მან პოზიცია შეარბილა და განაცხადა, რომ უარი არ უთქვამს და შეწყალების საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტის სიტუაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ სხვა გამოსავლის მოძებნას, მაგალითად, ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლებას ემხრობა.