პრეზიდენტის მიმართვა ქართულ პოლიციას – “მაქვს რწმენა, რომ იქნებით იქ, სადაც ქვეყანას სჭირდება”

ახლა იქნება საუბარი იმაზე, რომ აი, მთავარსარდალი, პოლიცია და დაპირისპირების მცდელობა, მე მინდა ვუთხრა პოლიციას, რომ ეს არანაირი წაქეზება არ არის, აქ არ არის ის მტკიცებულებები, ეს არის ჩემი აზრი, რომ ეს ასე მოხდა. მე მინდა ყველას მოვუწოდო, პოლიცია არათუ საპატივცემულოა და ნიშვნელოვანი, იმ პერიოდში, რომელშიც ახლა შევდივართ, პოლიციის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ესენი იქნებიან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის სადარაჯოზე. მიდის მცდელობა, რომ საზოგადოება გაყონ, დააჯახონ, გაიმეორონ წარსულიდან ცუდი ფურცლები და ამ ყველაფერში ჩვენი დამცველი არის და იქნება პოლიცია და მინდა წინასწარ მათ გამოვუცხადო პატივისცემა და ჩემი იმედი და რწმენა, რომ ისინი იქნებიან იქ, სადაც ქვეყანას და სახელმწიფოს სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ