პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრეცია არის მისი დისკრეცია და მისი აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება – ბექა ლილუაშვილი გრიგორიადისის შესაძლო შეწყალებაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილმა, ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალების საკითხი შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრეცია არის მისი დისკრეცია და მისი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რის შეფასებაშიც, პარტია “მოქალაქეები” არ შედის.
ლილუაშვილის თქმით, გრიგორიადისის საქმე იმდენად პოლიტიზებულია, რომ მას არც პროკურორის და არც დაცვის მხარის სანდოობის არ სჯერა.
“დისკრეცია არის დისკრეცია, ჩვენ მის შეფასებაში არ შევდივართ. პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრეცია არის მისი დისკრეცია და მისი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. თუ დავუშვებთ იმას, რომ აბსოლუტურად ყველა ფაქტი ვალიდურია და არანაირი პოლიტიკური არანაირი პოლიტიკური კონტექსტი ამ საქმეს არ აქვს და ის მტკიცებულებები არის სანდო, ასეთ თეორიულ განზომილებაში, რა თქმა უნდა მოძალადე და ძალადობა უნდა დაისაჯოს. ეს საკითხი იმდენად პოლიტიზებულია, რომ სანდოობა არც დაცვის და არც პროკურორის მიმართ არ მაქვს”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა